Accessibility links

logo-print

აფხაზეთში საარჩევნო მზადებაა


16 ოქტომბერს აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერი გალში ჩასვლას გეგმავს. ამის შესახებ ჟურნალისტებს აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარემ განუცხადა.
„ბაღაფში ცდილობს, საპრეზიდენტო არჩევნების წინ გალის რაიონის მოსახლეობის გული მოიგოს. არა მგონია, რომ საქართველოს მოქალაქეებმა თავისი ნებით მიიღონ მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნებში. ამდენად, ბაღაფშის გალის რაიონში ჩასვლა ვერაფერს შეცვლის", - განაცხადა გიორგი ბარამიამ.
რადიო თავისუფლების რესპოდენტები, რომლებსაც ტელეფონით დავუკავშირდით, იტყობინებიან, რომ დე ფაქტო პრეზიდენტი გალში არ ჩასულა.
”შეხვედრა ნამდვილად გაიმართა, მაგრამ იქ ბაღაფში არ ყოფილა. მოსახლეობას პარტია „ედინაია აბხაზიას“ წევრები შეხვდნენ და გალის ორგანიზაციის წარმომადგენლები აირჩიეს”, - ამბობს ოკუპირებული აფხაზეთის მკვიდრი.
ცნობისათვის: აფხაზეთის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები 12 დეკემბერს გაიმართება. კანდიდატებს შორის ოფიციალურად ჯერჯერობით მხოლოდ ვიტალი ბღანბა დარეგისტრირდა, სავარაუდო კანდიდატებად ასევე სერგეი ბაღაფში, რაულ ხაჯიმბა და ვალმერ ბუთბა სახელდებიან. კანდიდატთა რეგისტრაცია 1 ოქტომბერს დაიწყო და 12 ნოემბრამდე გაგრძელდება.
XS
SM
MD
LG