Accessibility links

logo-print

რუსეთი ცვლის განაცხადს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების შესახებ


რუსეთი უარს ამბობს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების თხოვნით ბელორუსიასთან და ყაზახეთთან ერთად გაკეთებულ განაცხადზე და შეეცდება თვითონ, ცალკე შევიდეს ამ ორგანიზაციაში. ამ შინაარსის განცხადება, საინფორმაციო სააგენტო ფრანს-პრესის ცნობით, გააკეთა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა მაქსიმ მედვედკოვმა. მედვედკოვის თქმით, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში ბელორუსიასთან და ყაზახეთთან ერთად, ერთიანი საბაჟო კავშირის სახით შესვლას, “სერიოზული სამართლებრივი და პროცედურული პრობლემები მოჰყვებოდა და ამას, შესაძლოა, საგრძნობლად დაეყოვნებინა მოლაპარაკებების დასრულება”. წელს რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა გამოაცხადა, რომ რუსეთი შეაჩერებს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში შესვლის მცდელობას, რომელიც უკვე 16 წელი გრძელდება, და შეეცდება მასში ბელორუსიასთან და ყაზახეთთან ერთად გაწევრიანებას.
XS
SM
MD
LG