Accessibility links

logo-print

ინდოეთში მომხდარი ხანძრის შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა


სამხრეთ ინდოეთის ტამილ-ნადუს შტატში, 30 ადამიანი დაიღუპა, პიროტექნიკის საწარმოს საწყობში მომხდარი აფეთქებისა და ხანძრის შედეგად. პარასკევს საღამოს სოფელ პილიპატუს ათობით მცხოვრები მივიდა საწარმოსთან არსებულ მაღაზიაში, რათა „ცეცხლის ფესტივალისთვის“ ფოიერვერკები შეეძინა. პიროტექნიკის აალებისა და აფეთქების მიზეზების დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება.
XS
SM
MD
LG