Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში 60-ზე მეტი ადამიანი შეეწირა ქსენოფობიას


მიმდინარე წლის დასაწყისიდან რუსეთში 60-ზე მეტი ადამიანი გახდა ქსენოფობიის მსხვერპლი. „ინტერფაქსის“ სააგენტოს მოჰყავს ადამიანის უფლებათა მოსკოვის ბიუროს დირექტორის, ალექსანდრ ბროდის სიტყვები იმის თაობაზე, რომ დაშავებულთა რიცხვი 260-ს აღწევს. ბროდის თქმით, ქსენოფობიის ნიადაგზე ყველაზე მეტი თავდასხმა აღირიცხა მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგში, ჩეჩნეთსა და ნიჟნი ნოვგოროდში.
XS
SM
MD
LG