Accessibility links

logo-print

ჩრდილოეთ პაკისტანში ტარდება ოპერაცია თალიბების წინააღმდეგ


ჩრდილოეთ პაკისტანში 30 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს ოპერაციაში თალიბანის მებრძოლთა წინააღმდეგ. პაკისტანის არმიის სარდლობის ცნობით, სამხრეთ ვაზირისტანის პროვინციაში მიმდინარე ოპერაციაში ჩაბმული არიან, აგრეთვე, მოიერიშე თვითმფრინავები და შვეულმფრენები. დღევანდელ იერიშს წინ უძღოდა ორკვირიანი თავდასხმები თალიბების მხრიდან. პაკისტანის სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის ისლამაბადში, ფეშავარსა და ლაჰორში, თალიბების იერიშებს 160-ზე მეტი ადამიანი შეეწირა. სი-ენ-ენის ცნობით, სამხრეთ ვაზირისტანში პაკისტანის არმიას 10 ათასამდე თალიბი ებრძვის.
XS
SM
MD
LG