Accessibility links

logo-print

მალდივის მთავრობამ წყალქვეშ ჩაატარა სიმბოლური სხდომა


მალდივის რესპუბლიკის მთავრობამ დღეს კაბინეტის სხდომა წყალქვეშ ჩაატარა იმისთვის ყურადღების მისაქცევად, რომ ინდოეთის ოკეანეში ზღვის დონის მატება საფრთხეს უქმნის არქიპელაგის არსებობას. პრეზიდენტ მოჰამად ნაშიდის კაბინეტის წევრებმა, რომლებიც მყვინთავების კოსტუმებითა და ნიღებებით იყვნენ აღჭურვილი, წყალქვეშ, 3,8 მეტრ სიღრმეზე, ქვიშიან ფსკერზე ჩაატარეს სიმბოლური სხდომა. ისინი პლასტმასის თეთრ დაფებზე წერდნენ ერთმანეთთან კომუნიკაციისთვის. სხდომამ 30 წუთს გასტანა. "ჩვენ ვცდილობთ, სიგნალი გავუგზავნოთ მსოფლიოს და ვაუწყოთ მას, რა მოსდის და რა მოუვა მალდივს, თუკი კლიმატის ცვლილება არ შეჩერდება", განაცხადა ნაშიდმა ზედაპირზე ამოყვინთვის შემდეგ. გაეროს პროგნოზით, 2100 წლისთვის ზღვის დონესთან ახლოს მდებარე მალდივის კუნძულების უდიდესი ნაწილი წყლით დაიფარება, თუკი არ შეჩერდება კლიმატის ცვლილება.
XS
SM
MD
LG