Accessibility links

logo-print

სამხრეთ ვაზირისტანში პაკისტანის ოთხი ჯარისკაცი დაიღუპა


ჩრდილოეთ პაკისტანში ოთხი ჯარისკაცი დაიღუპა და 12 დაიჭრა სამხედრო ოპერაციაში თალიბანის მებრძოლთა წინააღმდეგ, რომელშიც 30 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს. პაკისტანის არმიის სარდლობის ცნობით, სამხრეთ ვაზირისტანის პროვინციაში მიმდინარე ოპერაციაში ჩაბმული არიან, აგრეთვე, მოიერიშე თვითმფრინავები და შვეულმფრენები. დღევანდელ იერიშს წინ უძღოდა ორკვირიანი თავდასხმები თალიბების მხრიდან. პაკისტანის სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის ისლამაბადში, ფეშავარსა და ლაჰორში, თალიბების იერიშებს 160-ზე მეტი ადამიანი შეეწირა. სი-ენ-ენის ცნობით, სამხრეთ ვაზირისტანში პაკისტანის არმიას 10 ათასამდე თალიბი ებრძვის.
XS
SM
MD
LG