Accessibility links

logo-print

ავღანეთში ჯერაც არაა ცნობილი საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგი


გაეროს ეგიდით მოქმედმა სააპელაციო კომისიამ დღეს ვერ შეძლო ავღანეთში 20 აგვისტოს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში საეჭვო ხმების მიხედვით საბოლოო დასკვნის გამოქვეყნება. საარჩევნო სააპელაციო კომისიის წარმომადგენელმა ნელიკა ლიტლმა განაცხადა, რომ კომისია ჯერაც განაგრძობს მუშაობას და შედეგები შეიძლება კვირას გახდეს ცნობილი. ამ კომისიამ თავისი დასკვნა უნდა გადასცეს დამოუკიდებელ საარჩევნო კომისიას, რათა გადაწყდეს, დარჩება თუ არა ჰამიდ კარზაი პრეზიდენტად, თუ კენჭისყრის მეორე რაუნდის გამართვა იქნება საჭირო მასა და მის მთავარ მეტოქეს, აბდულა აბდულას შორის.
XS
SM
MD
LG