Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის ქალაქ ანტალიის პორტში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავდა ოთხი ადამიანი


თურქეთის ქალაქ ანტალიის პორტში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავდა ოთხი ადამიანი. სამი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. როგორც ჩვენი კორესპონდენტი იტყობინება, დაშავებულები მძიმე ჭრილობებით მიიყვანეს საავადმყოფოში. პოლიციის ცნობით, აფეთქდა ბიტუმის რეზერვუარი, რომლის რემონტსაც ერთ-ერთი ადგილობრივი ფირმა აწარმოებდა. ყველა დაზარალებული ამ ფირმის თანამშრომელია.
XS
SM
MD
LG