Accessibility links

logo-print

ვაცლავ კლაუსის აზრით, ლისაბონის ხელშეკრულების ოპონენტები უკვე ვეღარ შეუშლიან ხელს მის შესვლას ძალაში


ჩეხეთის პრეზიდენტის, ვაცლავ კლაუსის აზრით, ევროკავშირის რეფორმირებისთვის მოწოდებული ლისაბონის ხელშეკრულების ოპონენტები უკვე ვეღარ შეუშლიან ხელს მის შესვლას ძალაში. ჩეხეთის საინფორმაციო საშუალებებისთვის მიცემულ ინტერვიუში კლაუსმა თქვა, რომ დოკუმენტის მიღების პროცესი საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს და მისი შეჩერება უკვე შეუძლებელია. ამასთან, კლაუსის თქმით, მას კვლავაც მიაჩნია, რომ დაგეგმილი რეფორმები ეწინააღმდეგება ჩეხეთისა და მთელი ევროპის ინტერესებს. კლაუსი ცდილობს მოიპოვოს იმის იურიდიული გარანტიები, რომ არ მოხდება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩეხოსლოვაკიიდან განდევნილი სუდეტელი გერმანელებისთვის ქონების დაბრუნება.
XS
SM
MD
LG