Accessibility links

logo-print

პაკისტანში ბოლო დღე-ღამეში 60-ზე მეტი თალიბი მოკლეს


ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში ამ ქვეყნის არმიასა და თალიბანის სამხედრო შენაერთებს შორის შეტაკებებში განვლილი დღე-ღამის განმავლობაში 60-ზე მეტი მეამბოხე დაიღუპა. შეიარაღებული ძალების სარდლობის ცნობით, არმიის დანაკარგები ექვს ჯარისკაცს შეადგენს. დამოუკიდებელი წყაროებით ამ ინფორმაციის შემოწმება ვერ ხერხდება. შაბათს სამხრეთ ვაზირისტანის რაიონში თალიბების წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ოპერაცია დაიწყო. ბრძოლაში ორივე მხარეს რამდენიმე ათეული ათასი კაცი მონაწილეობს.
XS
SM
MD
LG