Accessibility links

ჰამიდ კარზაი და აბდულა აბდულა მზად არიან " ერთობლივი მუშაობისთვის"


ავღანეთში საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კონკურენტები მზად არიან " ერთობლივი მუშაობისთვის", რათა შექმნილი ჩიხიდან გამოსავალი იქნეს გამონახული. ასეთი განცხადება გააკეთა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერნარ კუშნერმა. ის ქაბულში შეხვდა ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის და მის ოპონენტს, აბდულა აბდულას. აგვისტოში გამართული არჩევნების შედეგები აჩვენებს, რომ ლიდერობს კარზაი. მაგრამ არსებობს გაყალბებისა და თაღლითობის მრავალი მტკიცებულება. სააპელაციო კომისიას ჯერ არ დაუსრულებია მუშაობა.
XS
SM
MD
LG