Accessibility links

logo-print

ერაყის ქალაქ ისკანდარიაში აფეთქებას სულ ცოტა ერთი ადამიანი ემსხვერპლა


სულ ცოტა ერთი სამოქალაქო პირი დაიღუპა და ცხრა დაიჭრა დღეს ერაყის ქალაქ ისკანდარიაში მომხდარი აფეთქების შედეგად. ქალაქი ბაღდადიდან სამხრეთით, ას კილომეტრზე მდებარეობს. პოლიციის ცნობით, აფეთქებამ დააზიანა მიმდებარე შენობები და ავტომანქანები. დღესვე ერაყის ცემენტის მწარმოებელი კომპანიის დირექტორი, ჰუსეინ მოჰსინ აბიდი ბეწვზე გადაურჩა თავდასხმას ბაღდადიდან ჩრდილოეთით, 400 კილომენტრზე მდებარე ქალაქ მოსულში.
XS
SM
MD
LG