Accessibility links

logo-print

კოსოვოსა და მაკედონიის პარლამენტებმა დაამტკიცეს შეთანხმება სასაზღვრო დავის მოგვარების თაობაზე


კოსოვოსა და მაკედონიის პარლამენტებმა დაამტკიცეს შეთანხმება სასაზღვრო დავის მოგვარების თაობაზე. პარასკევს მიღწეული ეს გარიგება, რასაც მრავალთვიანი მოლაპარაკებები უძღოდა წინ, მკაფიოდ განსაზღვრავს ორ ქვეყანას შორის არსებულ 150-კილომეტრიან საზღვარს. გარიგება მიიჩნევა მნიშვნელოვან ნაბიჯად კოსოვოსა და მაკედონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების გზაზე. მაკედონიამ შარშან ცნო კოსოვოს დამოუკიდებლობა, მაგრამ უარი თქვა მასთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებაზე სასაზღვრო დისპუტის მოუგვარებლად. შეერთებული შატები და ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე შვეცია მიესალმნენ გარიგებას.
XS
SM
MD
LG