Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტელეკომპანია "იმედის" ყოფილი პროდიუსერი სახელმწიფო ქონების დატაცების ბრალდებით იძებნება


ტელეკომპანია "იმედის" ყოფილი პროდიუსერი, ბადრი აფანასიევი, რომელმაც რუსეთში პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა, სახელმწიფო ქონების დატაცების ბრალდებით იძებნება. ამის შესახებ რუსეთის საინფორმაციო სააგენტოები იტყობინებიან უშიშროების ფედერალური სამსახურის დაღესტნის უწყებაზე დაყრდნობით. ფსბ-ს წარმომადგენლის თანახმად, აფანასიევმა განაცხადა, რომ მას საქართველოს ხელისუფლება დევნის ოპოზიციასთან კავშირის გამო. ამის შესახებ რუსეთის მედია იტყობინება საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით. ტელეკომპანია "იმედში" ამბობენ, რომ აფანასიევმა საქართველო რამდენიმე წლის წინათ დატოვა და თან წაიღო ფული, რომელიც ფილმის გადასაღებად იყო განკუთვნილი.
XS
SM
MD
LG