Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლონდონში დაიწყო ნახშირორჟანგით მსოფლიოს ყველაზე მეტად დამაბინძურებელი ქვეყნების შეხვედრა


დღეს ლონდონში დაიწყო ნახშირორჟანგით მსოფლიოს ყველაზე მეტად დამაბინძურებელი ქვეყნების ორდღიანი შეხვედრა. 17 ქვეყანა, რომელიც შედის ეგრეთწოდებულ დიდი ეკონომიკების ფორუმში, ასევე განვითარებადი ქვეყნები და გაეროს წარმომადგენლები შეხვედრას მართავენ 50 დღით ადრე, სანამ კოპენჰაგენში დაიწყებოდეს გაეროს საკვანძო მნიშვნელობის კონფერენცია გარემოს დაცვის საკითხებზე. ფორუმი წელს შეიქმნა შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამას ინიციატივით.
XS
SM
MD
LG