Accessibility links

logo-print

ინგუშეთში მილიციონერებზე მორიგი თავდასხმა განხორციელდა


ინგუშეთში მილიციონერებზე მორიგი თავდასხმა განხორციელდა. რესპუბლიკის დედაქალაქ მაგასში გზაზე, რომელზეც მილიციის ავტომანქანამ გაიარა, ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. ინგუშეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, არავინ დაზარალებულა. მანამდე მილიციის თანამშრომელი დაჭრეს სოფელ სრედნი აჩალუკიში. მას დაუდგენელმა პირებმა ესროლეს მისი სახლის სიახლოვეს.
XS
SM
MD
LG