Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხუთი სამოქალაქო პირი დაიღუპა ბაღდადის კაფეში მომხდარი აფეთქების შედეგად


ერაყის პოლიციის ცნობით, ხუთი სამოქალაქო პირი დაიღუპა ბაღდადის კაფეში მომხდარი აფეთქების შედეგად. დაიჭრა 16 ადამიანი. დღესვე სულ ცოტა ერთი სამოქალაქო პირი დაიღუპა და ცხრა დაიჭრა ერაყის ქალაქ ისკანდარიაში მომხდარი აფეთქების შედეგად. ქალაქი ბაღდადიდან სამხრეთით, ას კილომეტრზე მდებარეობს. პოლიციის ცნობით, აფეთქებამ დააზიანა მიმდებარე შენობები და ავტომანქანები. დღესვე ერაყის ცემენტის მწარმოებელი კომპანიის დირექტორი, ჰუსეინ მოჰსინ აბიდი ბეწვზე გადაურჩა თავდასხმას ბაღდადიდან ჩრდილოეთით, 400 კილომენტრზე მდებარე ქალაქ მოსულში.
XS
SM
MD
LG