Accessibility links

logo-print

კოსოვო და მაკედონია სრული დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებაზე შეთანხმდნენ


კოსოვოსა და მაკედონიის მთავრობებმა განაცხადეს, რომ სრული დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებაზე შეთანხმდნენ. მანამდე ორი ქვეყნის პარლამენტებმა დაამტკიცეს შეთანხმება სასაზღვრო დავის მოგვარების თაობაზე. გარიგება, რომელსაც მრავალთვიანი მოლაპარაკებები უძღოდა წინ, მკაფიოდ განსაზღვრავს ორ ქვეყანას შორის არსებულ 150-კილომეტრიან საზღვარს. მაკედონიამ შარშან ცნო კოსოვოს დამოუკიდებლობა, მაგრამ უარი თქვა მასთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებაზე სასაზღვრო დისპუტის მოუგვარებლად.
XS
SM
MD
LG