Accessibility links

logo-print

სუდანში ტყვეობიდან გაათავისუფლეს ირლანდიური ჰუმანიტარული ორგანიზაციის ორი თანამშრომელი


ჰუმანიტარული ორგანიზაცია GOAL-ის ორი თანამშრომელი ქალი, რომლებიც სუდანში, დარფურის რეგიონში აიყვანეს მძევლებად, დღეს გაათავისუფლეს ას დღეზე მეტი ხნის ტყვეობის შემდეგ. ირლანდიელი შარონ კომინსი და უგანდელი ჰილდა კავუკი ქალაქ კუტუმში გაიტაცეს 3 ივლისს. სუდანის ხელისუფლების თანახმად, ისინი გაათავისუფლეს მას მერე, რაც ადგილბრივი ტომების უხუცესებმა ზეწოლა განახორციელეს გამტაცებლებზე.
XS
SM
MD
LG