Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ და რუსეთი შეიარაღების შემცირებაზე მოლაპარაკებებს ჟენევაში განაახლებენ


დღეს ჟენევაში აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი იწყება. მოლაპარაკებები შეეხება თავდასხმითი შეიარაღების შემცირების შესახებ ახალი შეთანხმების საკითხს. რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა სერბეთის გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მოსკოვი აკეთებს ყველაფერს, რაც აუცილებელია დეკემბერში ახალი შეთანხმების ხელმოწერისთვის. მედვედევმა აღნიშნა, რომ რუსეთი აპირებს იმ მინიმალურ დონეზე შეინარჩუნოს ბირთვული იარაღი, რომელიც აუცილებელი იქნება ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შესახებ ხელშეკრულებას, რომელიც ახლა მოქმედებს, ხელი 1991 წელს მოეწერა და მისი მოქმედების ვადა მიმდინარე წლის დეკემბერში იწურება. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვში ვიზიტისას აშშ სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონთან მოლაპარაკებებისას არსებითი პროგრესია მიღწეული.
XS
SM
MD
LG