Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში ფართომასშტაბიანი ოპერაციის დროს 60-მდე თალიბი მოკლეს


პაკისტანის სამხედრო წარმომადგენლების განცხადებით, პაკისტანის ჯარებმა 60-მდე თალიბი მოკლეს სამხრეთ ვაზირისტანში ფართომსაშტაბიანი ოპერაციის მსვლელობაში. ეს რეგიონი ავღანეთს ესაზღვრება. იუწყებიან ასევე, რომ 6 პაკისტანელი ჯარისკაცი დაიღუპა ამ, შაბათს დაწყებული იერიშის შედეგად. თუმცა, დამოუკიდებელ წყაროებს მსხვერპლის შესახებ მონაცემები არ დაუდასტურებით. პაკისტანის მთავრობის ინფორმაციით, თალიბი მეამბოხეები ალყაში მოექცნენ და რამდენიმე დასაყრდენი დაკარგეს. ბრძოლების გამო რეგიონიდან 100 000-მდე სამოქალაქო პირი გაიქცა.
XS
SM
MD
LG