Accessibility links

logo-print

ავღანეთში საგანგებო საარჩევნო კომისია დღეს გამოაქვეყნებს გაყალბების ამსახველ ანგარიშს


ავღანეთში გაეროს ეგიდით მოქმედი, საარჩევნო საჩივრების კომისიის განცხადებით, ის დღეს გამოაქვეყნებს საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების ამსახველ ანგარიშს. ანგარიშზეა დამოკიდებული, ჩატარდება თუ არა ავღანეთში არჩევნების მეორე რაუნდი. 20 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, ხმების 55 პროცენტით ლიდერობს მოქმედი პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი, ხოლო მის მთავარ მეტოქეს, ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრ აბდულაჰ აბდულაჰს 28 პროცენტი აქვს. თუ საარჩევნო საჩივრების კომისია ისეთი რაოდენობის საარჩევნო ბიულეტენებს გააუქმებს, რომ კარზაის ხმების 50 პროცენტზე ნაკლები დარჩა, საჭირო იქნება არჩევნების მეორე რაუნდის ჩატარება. საარჩევნო საჩივრების კომისიამ რამდენჯერმე გადადო ანგარიშის გამოქვეყნება.
XS
SM
MD
LG