Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაქტერიული მენინგიტით დაავადებულ ბავშვს საფრთხე არ ემუქრება


63-ე სკოლის მესამეკლასელი, სახლში ოთხდღიანი მკურნალობის შემდეგ, იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში გადაიყვანეს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისეპიდემოილოგის, რუსუდან ჭლაკაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ბაქტერიის სახეობა ჯერ არ დადგენილა, ბავშვის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ჭლაკაძის განმარტებით, მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან ის ადამიანებიც, ვისაც კონტაქტი ჰქონდა ბავშვთან, თუმცა აქვე დასძინა, რომ პანიკისა და სკოლაში კარანტინის გამოცხადების საფუძველი არ არსებობს.
XS
SM
MD
LG