Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის განცხადებით, აზერბაიჯანისადმი მხარდაჭერა ძალაში რჩება


თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, თურქეთის მხარდაჭერა ახლო მოკავშირე აზერბაიჯანის მიმართ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის საკითხში, არ იცვლება ერევანთან ანკარის შერიგების მცდელობის მიუხედავად. საგარეო უწყების ხელმძღვანელ აჰმედ დავუთოღლუს განცხადებით, აზერბაიჯანის მიმართ თურქეთის მხარდაჭერა არ შეიცვლება „პრობლემის მოგვარებამდე“. აზერბაიჯანს გაკრიტიკებული აქვს ორი ოქმი, რომელიც ანკარამ და ერევანმა მიმდინარე თვეში გააფორმეს მრავალი ათწლეულის მანძილზე დაპირსიპირებისთვის ბოლოს მოსაღებად. ანკარამ 1993 წელს ჩაკეტა სომხეთთან საზღვარი მთიანი ყარაბაღის საკითხში ბაქოსთან სოლიდარობის ნიშნად.
XS
SM
MD
LG