Accessibility links

logo-print

ირანი კვირის თავდასხმასთან კავშირში ადანაშაულებს აშშ-ს, ბრიტანეთსა და პაკისტანს


ირანის რევოლუციური გვარდიის სარდალი, გენერალ-მაიორი მოჰამად ალი ჯაფარი შეერთებულ შტატებს, ბრიტანეთსა და პაკისტანს ადანაშაულებს, რომ კავშირი აქვთ სუნიტ ექსტრემისტებთან, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან რევოლუციურ გვარდიაზე კვირას თავდასხმის მოწყობაში. გენერალ-მაიორის თქმით, სამივე ქვეყნის დაზვერვის სამსახურებს აქვთ კავშირი აბდოლმალეკ რიგისთან, რომელიც ორგანიზაცია "ჯანდალაჰის" ლიდერია. ირანის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, "ჯანდალაჰმა" იკისრა პასუხისმგებლობა პაკისტანის საზღვრის მახლობლად, თვითმკვლელის მიერ კვირას მოწყობილი იერიშისთვის, რომელმაც 42 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის რევოლუციური გვარდიის რამდენიმე მაღალი რანგის ოფიცრის სიცოცხლე. შეერთებული შტატები, ბრიტანეთი და პაკისტანი უარყოფენ ამ იერიშთან რაიმე კავშირის ბრალდებას. ირანის რევოლუციური გვარდის სარდლის განცხადებით, დელეგაცია მიაშურებს პაკისტანს, რათა ისლამაბადისაგან მოითხოვოს აბდოლმალეკ რიგის ექსტრადიცია.
XS
SM
MD
LG