Accessibility links

logo-print

ავღანეთში საგანგებო კომისიამ გააუქმა არჩევნებში პრეზიდენტის მიერ მოპოვებული ხმების ნაწილი


გავრცელებული ინფორმაციით, ავღანეთში გაეროს ეგიდით მოქმედმა საარჩევნო საჩივრების კომისიამ გააუქმა პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის მიერ აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში მოპოვებული ხმების ნაწილი - ასიათასობით ბიულეტენი. გაეროს ეგიდით მოქმედმა საარჩევნო საჩივრების კომისიამ დღეს გამოაქვეყნა საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების ამსახველი ანგარიში, რომელიც თითქმის ორთვიან გამოძიებას მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციით, კომისიამ 210 საარჩევნო უბნის ბიულეტენების გაუქმება მოითხოვა. როგორც იუწყებიან, ანგარიშის შედეგად, საჭირო გახდება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ჩატარება კარზაისა და მისი მთავარი მეტოქის, აბდულაჰ აბდულაჰის მონაწილეობით.
XS
SM
MD
LG