Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის კომპანია „ავტოვაზს“ შესაძლოა, გაკოტრების გამოცხადება მოუწიოს


რუსეთის გიგანტურ კომპანია „ავტოვაზის“ თქმით, მას შესაძლოა, თავის გაკოტრებულად გამოცხადება მოუწიოს. „ავტოვაზში“ 100 000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. როგორიც მისი საფინანსო განყოფილების ხელმძღვანელმა ოლეგ ლობანოვმა უთხრა საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“, გაკოტრების გამოცხადება „ყველაზე მარტივი გზაა კრედიტორებისაგან თავის დასაცავად“. ლობანოვის თქმით, კომპანიას 1,2 მილიარდი დოლარი სჭირდება ვალების რესტრუქტურიზაციის და 409 მილიონი დოლარი საბრუნავი კაპიტალის სტაბილიზაციისთვის. „ლადის“ მწარმოებელი კომპანია, რომლის 25 პროცენტიც ფრანგულ კომპანია „რენოს“ ეკუთვნის, მძიმედ დააზარალა გაყიდვების შემცირებამ, რაც გლობალური საფინანსო კრიზისის შედეგია.
XS
SM
MD
LG