Accessibility links

logo-print

ვერშბოუ შეხვედრებს აგრძელებს


აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე უსაფრთხოების საკითხებში ალექსანდრ ვერშბოუ დღეს თბილისში ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს. უშიშროების საბჭოს მდივანს ეკა ტყეშელაშვილს შეხვდა. როგორც ეკა ტყეშელაშვილმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, უსაფრთხოების სფეროში ამერიკასა და საქართველოს შორის თანამშრომლობა საინტერესოდ ვითარდება. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ პირველი სამუშაო შეხვდრა თბილისში უსაფრთხოების თემაზე იმართება. დილითვე ვერშბოუ ქართველ ექსპერტებს შეხვდა. შეხვედრაზე ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული თანამაშრომლობის ქარტიით განსაზღვრული პრიორიტეტები განიხილეს. იმსჯელეს რუსულ- ქართულ ურთიერთობებზე, ქვეყნის საშინაო და საგარეო საფრთხეებზე. დღესვე სახელმწიფო კანცელარიაში უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება, რის შემდეგაც სტუმარს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია მიიღებს. დაგეგმილია თავდაცვის მდივნის მოადგილის ექსპერტებთან შეხვედრაც. ალექსანდრ ვერშბოუ საქართველოს დღის მეორე ნახევარში დატოვებს.

XS
SM
MD
LG