Accessibility links

logo-print

რუსეთის პრეზიდენტი სერბიას ეწვია


რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი სერბიაში ჩავიდა. მოლაპარაკების ერთ-ერთ მთავარ თემად სახელდება ერთი მილიარდი დოლარის კრედიტი, რომელსაც რუსეთი სერბიას გამოუყოფს. მედვედევის ვიზიტს უსაფრთხოების მკაცრი ზომები ახლავს, ბელგრადის ქუჩებში ათასობით პოლიციელია განთავსებული. სერბიის პრემიერ-მინისტრ მირკო ცვეტკოვიჩის განცხადებით, რუსეთი "სტრატეგიული პარტნიორია“ და ბელგრადი მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს მოსკოვთან ურთიერთობის განმტკიცებას. ერთდღიანი ვიზიტის მსვლელობაში მედვედევი დაესწრება აგრეთვე ცერემონიას, რომლითაც აღნიშნავენ ბელგრადის გათავისუფლებას ნაცისტური ოკუპაციისაგან საბჭოთა ჯარისკაცებისა და ადგილობრივი მებრძოლების მიერ.
XS
SM
MD
LG