Accessibility links

logo-print

ავღანეთში დღეს გამოცხადდება 20 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგები


ავღანეთის დამოუკიდებელი საარჩევნო კომისიის წარმომადგენლის განცხადებით, კომისია დღეს, მოგვიანებით გამოაცხადებს საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგებს. მთავრობის მიერ დანიშნულ ამ კომისიას ეკუთვნის საბოლოო სიტყვა 20 აგვისტოს გამართულ არჩევნებზე, რომელთაც გაყალბების ბრალდება ახლავს. არჩევნების წინასწარი შედეგებით, გამარჯვებულად პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი ცხადდებოდა, ხმების თითქმის 55 პროცენტით. მის მთავარ მეტოქეს, ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრ აბდულაჰ აბდულაჰს 28 პროცენტი ჰქონდა. მაგრამ გაეროს ეგიდით მოქმედმა კომისიამ, რომელსაც გაყალბების დადგენა ევალება, როგორც იუწყებიან, გააუქმა მრავალი ხმა, რომლებიც თითქოს კარზაის ჰქონდა მოპოვებული. თუ დადგინდა, რომ კარზაის ხმების 50 პროცენტზე ნაკლები ერგო, საჭირო იქნება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გამართვა.
XS
SM
MD
LG