Accessibility links

logo-print

ევროკავშირში საფრანგეთის მორიგე თავმჯდომარეობა საშუალოზე ორჯერ უფრო ძვირი დაჯდა


ევროკავშირში საფრანგეთის მორიგე თავმჯდომარეობა ორჯერ უფრო ძვირი დაჯდა, ვიდრე საშუალოდ, რისი მიზეზიც უხეირო მენეჯმენტი და უაღრესად ამბიციური პროგრამა იყო. ამის შესახებ საფრანგეთის სენატის ფინანსთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟან არტუამ განაცხადა სამშაბათს, გაზეთ „ტრიბუნთან“ ინტერვიუში. მისი ინფორმაციით, ევროკავშირში საფრანგეთის შარშანდელი, ნახევარწლიანი თავმჯდომარეობა 151 მილიონი ევრო (226,1 მილიონი დოლარი) დაჯდა, მაშინ როცა ევროკავშირის თავმჯდომარეობის ხარჯები, საშუალოდ, 70 მილიონამდე ევროს შეადგენს. ჟან არტუას შეფასებით, საფრანგეთის თავმჯდომარეობის დროს ორგანიზებული 500-ვე ღონისძიება აუცილებელი არ ყოფილა და მათმა დიდმა რაოდენობამ კი არ განაპირობა საფრანგეთის თავმჯდომარეობის წარმატება, არამედ ორმა-სამმა ამბავმა, როგორიც იყო საფინანსო კრიზისთან დაკავშირებით და საქართველოში ომის დროს მიღებული ზომები.
XS
SM
MD
LG