Accessibility links

logo-print

ისლამაბადის უნივერსიტეტში მოწყობილმა აფეთქებებმა, სულ ცოტა, ექვსი ადამიანი შეიწირა


პაკისტანის ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, ორმა თვითმკვლელმა თავდამსხმელმა აფეთქებები მოაწყო ისლამაბადის ისლამურ უნივერსიტეტში, მოკლა, სულ ცოტა, ექვსი და დაჭრა, სულ ცოტა, 20 ადამიანი. პოლიციის ცნობით, იერიშები მიმართული იყო ქალებისთვის განკუთვნილი კაფეს და უნივერსიტეტის ერთ-ერთი შენობის წინააღმდეგ. პაკისტანში ბოლო კვირების თავდასხმების შედეგად დაღუპულების რიცხვი 170 აღემატება.
XS
SM
MD
LG