Accessibility links

logo-print

ვენაში გრძელდება მოლაპარაკება ირანის ბირთვულ პროგრამაზე


ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ისლამური რესპუბლიკა არასოდეს იტყვის უარს "კანონიერ უფლებაზე", ჰქონდეს ბირთვული ტექნოლოგია. საგარეო საქმეთა მინისტრ მანუჩერ მოტაკის ამ განცხადების ფონია ვენაში ირანის ბირთვულ პროგრამაზე მიმდინარე მოლაპარაკება ირანისა და რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის აშშ-ის დელეგაციების მონაწილეობით. გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკებაზე განიხილავენ დეტალებს წინადადებისა, რომელიც ითვალისწინებს ირანის ურანის გაგზავნას უცხოეთში გასამდიდრებლად, მის ირანში ატომურ ელექტროსადგურებში გამოყენებამდე.
XS
SM
MD
LG