Accessibility links

logo-print

ავღანეთის საარჩევნო კომისია არჩევნების მეორე ტურის გამართვას მოითხოვს


ავღანეთში საარჩევნო კომისიის განცხადებით, 7 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური უნდა გაიმართოს. პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ, რომელსაც 20 აგვისტოს არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა ერგო, უკვე გამოუცხადა მხარდაჭერა საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას. მისი თქმით, არჩევნების მეორე ტური „წინგადადგმული ნაბიჯია" ავღანური დემოკრატიისთვის . გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც დღეს გამოაცხადა საარჩევნო კომიაიმ, მოჰყვა გაეროს ეგიდით ჩატარებულ გამოძიებას. მან დაადგინა 20 აგვისტოს არჩევნების დროს გაყალბების „აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებები“ და გააუქმა ხმების ნაწილი.
XS
SM
MD
LG