Accessibility links

logo-print

ჰოლივუდური ფილმის გადაღების 40 პროცენტი საქართველოს ბიუჯეტიდან ფინანსდება


ფინური წარმოშობის ჰოლივუდელი რეჟისორი რენი ჰარლინი და მისი ფილმი, პირობითი სახელწოდებით ”საქართველო”, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომის შეეხება, ქართული საინფორმაციო წყაროების ყველაზე პოპულარული თემაა ბოლო ორი კვირის განმავლობაში. თითქმის ყველაფერი ცნობილია ამ ფილმის შესახებ - სიუჟეტი, მთავარი გმირები, მსახიობები. უცნობია მხოლოდ ფილმის ფინანსური მხარე. ფილმის ბიუჯეტთან დაკავშირებით სხვადასხვა ციფრს ასახელებენ. რადიო თავისუფლებას კომპეტენტურმა წყარომ, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, განუცხადა, რომ ფილმის ბიუჯეტი 40 მილიონ დოლარს შეადგენს. აქედან 40 პროცენტი საქართველოს ბიუჯეტიდან იხარჯება. ავიაციის, მძიმე ტექნიკის გამოყვანისა და სხვა მიმდინარე ხარჯებს თავდაცვის სამინისტრო ფარავს. გარდა ამისა, გადამღებმა ჯგუფმა ყოველგვარი ფინანსური საზღაურის გარეშე გამოიყენა გადასაღებ მოედნად საქართველოს პრეზდენტის ავლაბრის რეზიდენცია და პარლამენტის შენობა. ფილმის ქართველმა პროდიუსერებმა რადიო თავისუფლებასთან მხოლოდ ის დაადასტურეს, რომ ეს ამერიკულ-ქართული ერთობლივი პროექტია და სხვა დეტალებზე საუბარი არ ისურვეს.
XS
SM
MD
LG