Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი აღმოსავლეთ ევროპაში გაემგზავრა


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აღმოსავლეთ ევროპას მიაშურა, სადაც პოლონეთს, ჩეხეთის რესპუბლიკასა და რუმინეთს ეწვევა. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ბაიდენის მრჩევლის, ტონი ბლინკენის განცხადებით, ბაიდენის მიზანია პოლონეთისა და ჩეხეთის ლიდერების დარწმუნება ანტისარაკეტო თავდაცვის გეგმისადმი შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერაში, მიუხედავად ამ გეგმის შეცვლის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებისა. ბაიდენი დღეს ვარშავაში იწყებს სამდღიან ტურნეს. ხვალ ის პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკსა და პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის შეხვდება, საღამოს ბუქარესტში გამგზავრებამდე. ხუთშაბათს ბაიდენი რუმინეთის პრეზიდენტ ტრაიან ბასესკუსთან მოლაპარაკებას გამართავს და გამოვა სიტყვით ცენტრალურ ევროპასთან შეერთებული შტატების ურთიერთობის საკითხებზე. პარასკევისთვის კი დაგეგმილია აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის შეხვედრები პრაღაში ჩეხეთის პრემიერ-მინისტრ იან ფიშერთან და პრეზიდენტ ვაცლავ კლაუსთან.
XS
SM
MD
LG