Accessibility links

logo-print

უცხოეთში აქებენ ავღანეთის პრეზიდენტის დათანხმებას არჩევნების მეორე ტურზე


უცხოეთიდან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა ავღანეთის პრეზიდენტის დათანხმებას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ჩატარებაზე. გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა კარზაი შეაქო ამ გადაწყვეტილების გამო, თუმცა არჩევნების მეორე ტურს „უზარმაზარი გამოწვევა“ უწოდა. კარზაის განცხადებას მიესალმა აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამაც, რომლის თქმითაც, საქმე ეხება „მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს“ ავღანური ედმოკრატიისათვის. საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლას სარკოზიმ კარზაი „სახელმწიფო მოღვაწედ“ მოიხსენია არჩევნების მეორე ტურზე დათანხმების გამრ.
XS
SM
MD
LG