Accessibility links

logo-print

საპენსიო უზრუნველყოფა შრომითი სტაჟის გარეშე?


შრომის წიგნაკი

შრომის წიგნაკი

იუზა ისაკაძეს ოცდათორმეტი წლის უწყვეტი სტაჟი აქვს. ის შრომის წიგნაკს, სადაც მთელი მისი შრომითი ბიოგრაფიაა დაფიქსირებული, საგანგებოდ ინახავს. რადიო თავისუფლების რესპონდენტს იმედი აქვს, რომ პენსიას სტაჟის მიხედვით მიიღებს.

„შრომის წიგნაკი თუ გაუქმდა, ჩემს სტაჟს ვინ დაითვლის, როცა პენსიის დანიშვნის დრო მოვა, ჩემთვის გაუგებარია,“– ამბობს ის.

რადიო თავისუფლების რესპონდენტს უჭირს იმ აზრთან შეგუება, რომ 32 წლის სტაჟი შეიძლება ვერაფერში გამოიყენოს. ის შრომის წიგნაკის გაუქმების წინააღმდეგია.

ნათია ბალანჩივაძის აზრით, რუსული შრომის წიგნაკი გასაუქმებელია, თუმცა მიიჩნევს, რომ ქართველმა კანონმდებლებმა სამუშაო სტაჟის დამადასტურებელი ალტერნატიული დოკუმენტი უნდა შექმნან.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ირინა ობოლაძე ამბობს, რომ შრომის წიგნაკის გაუქმება საგანგაშო არ არის - უბრალოდ, დასაქმებულს შრომითი ხელშეკრულებებისა და სამსახურში დანიშვნის თაობაზე ბრძანებების შეგროვება მოუწევს.

„შრომის წიგნაკი თუ იარსებებს, ამაში ცუდი არაფერია - ჩემი ნამოღვაწარი იქნება ერთ დოკუმენტში თავმოყრილი, მაგრამ თუ არ იარსებებს შრომის წიგნაკი და მისი წარმოება სავალდებულო არ იქნება,ეს არ არის საგანგაშო, რადგან დასაქმებულს უფლება აქვს დამსაქმებელს მისთვის სასურველ დროს მოსთხოვოს მისი საქმიანობის შესახებ ცნობა“, -ამბობს ირინა ობოლაძე.

ამ შემთხვევაში პრობლემა კერძო სექტორში დასაქმებულ ადამიანებს ექმნებათ, რადგან იქ დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის ურთიერთობა ხშირად სიტყვიერი შეთანხმებით ხდება.

ეკა გოლეთიანი იმ პერიოდს იხსენებს, როცა ერთ–ერთ კერძო დაწესებულებაში მუშაობდა. მისი თქმით, შრომის წიგნაკი მხოლოდ რამდენიმე თანამშრომელს მიატანინეს. თხუთმეტამდე ადამიანი ხელშეკრულების გარეშე მუშაობდა. უფროსმა მათ განუმარტა,რომ ყველა თანამშრომლის დაფიქსირების შემთხევაში დიდი გადასახადის გადახდა მოუწევდა.

ეკა გოლეთიანმა სამსახურის დასახელებისგან თავი შეიკავა. დაწესებულება რამდენიმე თვის წინ დაიხურა.
XS
SM
MD
LG