Accessibility links

logo-print

ზვიად გამსახურდიას სიკვდილის გარემოებებს კომისია გამოიძიებს


საქართველოს პარლამენტმა მიიღო პროექტი, რომლის თანახმად, დროებითი კომისია გამოიძიებს ყოფილი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საიდუმლოებით მოცულ გარემოებას. ზვიად გამსახურდიამ ოფიციალური ვერსიით თავი მოიკლა 1993 წლის დეკემბერში, ძალით წართმეული ძალაუფლების დასაბრუნებლად საქართველოში წარუმატებელი ამბოხების შემდეგ. მისი მომხრეები თვლიან, რომ ის მოკლეს. საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა საგამოძიებო კომისიის შექმნას, მას მიემხრო 78 დეპუტატი, წინააღმდეგი იყო ერთი კანონმდებელი.
XS
SM
MD
LG