Accessibility links

”ვედომოსტი” ხოდორკოვსკის სტატიას აქვეყნებს


კომპანია ”იუკოსის” ყოფილი ხელმძღვანელი მიხაილ ხოდორკოვსკი შეუძლებლად მიიჩნევს რუსეთის მოდერნიზაციას პოლიტიკური რეფორმებისა და სოციალური მხარდაჭერის გარეშე. ამის შესახებ ხოდორკოვსკი წერს გაზეთ ”ვედომოსტის” დღევანდელ ნომერში. ხოდორკოვსკი მოსაზრებას გამოთქვამს პრეზიდენტ მედვედევის სტატიაზე სათაურით - ”წინ, რუსეთო!” ხოდორკოვსკი თვლის, რომ ქვეყნის მოდერნიზაცია ერთ ლიდერს, ყველაზე ძლიერსაც კი არ ხელეწიფება, თუკი მას არ აქვს დასაყრდენი. ამისათვის, ხოდორკოვსკის აზრით, აუცილებელია მთელი სოციალური ფენა - სრულფასოვანი მოდერნიზაციული კლასი, რომლის რაოდენობა შრომისუნარიანი მოსახლეობის მინიმუმ 3 პროცენტს უნდა შეადგენდეს - რუსეთის შემთხვევაში - სულ ცოტა 2 მილიონი ადამიანი.
XS
SM
MD
LG