Accessibility links

მსოფლიო ლიდერები კარზაის გადაწყვეტილებას მიესალმებიან


მსოფლიო ლიდერები მიესალმებიან ავღანეთის მოქმედი პრეზიდენტის - ჰამიდ კარზაის გადაწყვეტილებას 7 ნოემბრისთვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის შესახებ. აშშ პრეზიდენტი ბარაკ ობამა აცხადებს, რომ კარზაის გადაწყვეტილება არის ”მნიშვნელოვანი ნაბიჯი წინ” ავღანეთის დემოკრატიისკენ. გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა კი მეორე ტური ”უდიდეს გამოწვევად შეაფასა” და ავღანეთს მეტ ტექნიკურ დახმარებას დაპირდა.
XS
SM
MD
LG