Accessibility links

logo-print

სენაკის სარკინიგზო მაგისტრალზე აფეთქება მოხდა


რკინიგზის აღდგენითი სამუშაო

რკინიგზის აღდგენითი სამუშაო

წუხელ სენაკის სარკინიგზო მაგისტრალის თეკლათის მონაკვეთზე აფეთქება მოხდა. შედეგად რელსებიდან გადავიდა სატვირთო მატარებელი, რომელსაც ნავთობპროდუქტები გადაჰქონდა. აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია. მომხდარს უკვე მიენიჭა დივერსიის კვალიფიკაცია.

მაგისტრალის აფეთქების გამო გადაკეტილი იყო, როგორც რკინიგზა, ისე - საავტომობილო გზაც. საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, დაიღვარა 90 ტონა მაზუთი და დაზიანდა რკინიგზის 150 მეტრიანი მონაკვეთი, რომლის აღდგენა დილით დაიწყო.
XS
SM
MD
LG