Accessibility links

საქართველოს რკინიგზაზე აფეთქება მოხდა


საქართველოს რკინიგზაზე მომხდარი აფეთქების გამო გამოძიება მიმდინარეობს. სამართალდამცავთა მიერ დივერსიად შეფასებული ფაქტი გასულ ღამით მოხდა სენაკთან, სადაც აფეთქების გამო, რელსებს მაზუთით დატვირთული ათზე მეტი ვაგონი ასცდა. აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია. საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, დაიღვარა 90 ტონა მაზუთი და დაზიანდა რკინიგზის 150 მეტრიანი მონაკვეთი, რომლის აღდგენა დილით დაიწყო.
XS
SM
MD
LG