Accessibility links

დავით ბაქრაძე ამერიკელ დიპლომატებს შეხვდა


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს უილიამ ბერნსს და სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ფილიპ გორდონს შეხვდა.
საქართველოს პარლამენტის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ორი ქვეყნის ურთიერთობის სხვადასხვა საკითხსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს. ამავე წყაროს ცნობით, ამერიკელმა დიპლომატებმა აშშ-ის მიერ საქართველოს მხარდაჭერა და რეგიონის სტაბილურობით დაინტერესება დაადასტურეს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე შეხვდა კონგრესმენ ჯონ ტანერსაც, რომელიც ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტია. მიღწეული შეთანხმებით, საშემოდგომო სესიაზე ასამბლეა საქართველოში არსებულ ვითარებაზე იმსჯელებს.
XS
SM
MD
LG