Accessibility links

ავღანეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ რაიონული ოფისების ხელმძღვანელებს ცვლიან


გაეროს განცხადებით, ავღანეთში რაიონული საარჩევნო ოფისების ნახევარზე მეტის ხელმძღვანელებს შეცვლიან საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაყალბების თავიდან ასაცილებლად. პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი გუშინ დაყაბულდა მეორე ტურში მონაწილეობას მას შემდეგ, რაც გაეროს ეგიდით მოქმედმა კომისიამ, არჩევნების გაყალბების დადგენის საფუძველზე, კარზაის არჩევნების პირველ ტურში მოპოვებული ხმების ნაწილი გაუუქმა. კარზაი მეორე ტურში, რომელიც 7 ნოემბრისთვის დაინიშნა, მთავარ მეტოქეს, ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრ აბდულაჰ აბდულაჰს დაუპირისპირდება. გაეროს პრეს-მდივანმა ალიმ სიდიკმა დღეს განაცხადა, რომ საარჩევნო ოფისის ხელმძღვანელებს ცვლიან 200 რაიონში. სულ ავღანეთში 380 რაიონია.
XS
SM
MD
LG