Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს განცხადებით, მზად არის ირანის ბირთვულ პროგარმაზე შეთანხმების პროექტი


გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, მან ირანს, ისევე როგორც საფრანგეთს, რუსეთსა და აშშ-ს წარუდგინა შეთანხმების პროექტი, რომლის მიზანიცაა ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო დაძაბულობის განმუხტვა. პროექტი მხარეებმა პარასკევამდე უნდა დაამტკიცონ. ამ შინაარსის განცხადება გაეროს ატომური უწყების დირექტორმა მოჰამედ ელ ბარადეიმ გააკეთა ვენაში ირანის, საფრანგეთის, რუსეთის და შეერთებული შტატების მონაწილეობით გამართული მოლაპარაკების ბოლოს. ამ, ორშაბათს დაწყებული მოლაპარაკების მონაწილეები მუშაობდნენ დეტალებზე 1 ოქტომბერს მიღწეული წინასწარი შეთანხმებისთვის, რომელიც ითვალისწინებს ირანიდან დიდი რაოდენობით ურანის გაგზავნას რუსეთსა და საფრანგეთში იქ მასალის ბირთვულ საწვავად გადასამუშავებლად. მიზანია, გაიფანტოს შიში დასავლეთში, რომ გამდიდრებული ურანის მარაგი ირანში მისი გასაიდუმლოებული იარაღის პროგრამის ნაწილია.
XS
SM
MD
LG