Accessibility links

logo-print

გავრცელებული ინფორმაციით, კუსტურიცა არ აპირებს საქართველოში ომზე ფილმის გადაღებას


ცნობილი სერბი რეჟისორი ემირ კუსტურიცა უარს ამბობს რუსეთის წინადადებაზე საქართველოში 2008 წლის ომის შესახებ ფილმის გადაღების შესახებ. გავრცელებული ინფორმაციით, კუსტურიცამ საინფორმაციო სააგენტო „როიტერსს“ უთხრა, რომ მომდევნო ოთხი წელი დაკავებულია სხვა კინოპროექტებზე გაფორმებული კონტრაქტებით. დაახლოებით ათი დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კუსტურიცა ცხინვალის რეგიონში ჩავიდა ომის შესახებ მასალის მოსაგროვებლად და ადგილობრივი მოსახლეობის ტრადიციების შესასწავლად. ინფორმაცია, რომ კუსტურიცა აგვისტოს ომზე ფილმის გადაღებას აპირებს, ჯერ კიდევ გასულ წელს ვრცელდებოდა.
XS
SM
MD
LG