Accessibility links

logo-print

სილვიო ბერლუსკონი დღეს რუსეთში ხვდება ვლადიმირ პუტინს


იტალიის პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი დღეს სანქტ-პეტერბურგში ხვდება რუს კოლეგა ვლადიმირ პუტინს. პუტინის პრეს-მდივან დმიტრი პესკოვის განცხადებით, საქმე ეხება „კერძო ვიზიტს“, რომლის დროსაც ენერგეტიკის საკითხებზეც ისაუბრებენ. ბერლუსკონის და პუტინს, მათივე თქმით, მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს. იტალიაში 2008 წლის აპრილში ვიზიტის დროს პუტინი ბერლუსკონისთან შინ, კუნძულ სარდინიის ვილაში სტუმრობდა. საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ბერლუსკონი მიწვეულია პუტინის დაბადების დღეზე, რომელიც მართალია, 7 ოქტომბერს იყო, მაგრამ მოგვიანებით აღინიშნება სანქტ პეტერბურგთან, ტბის პირას მდებარე ვილაში წვეულებით. პესკოვმა უარყო ცნობები, რომ სტუმრებს შორის გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერიც არის.
XS
SM
MD
LG