Accessibility links

სტუმრად ჩვენს ეთერში: შალვა შავგულიძე


შალვა შავგულიძე

შალვა შავგულიძე

22 ოქტომბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო შალვა შავგულიძე, ადვოკატი, ”ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების” წევრი. რამდენიმე დღის წინ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაადგინა სარჩელის - ”ირინა ენუქიძისა და გურამ გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ” მოსმენის წინასწარი თარიღი. სასამართლოს ინტერნეტ-გვერდზე ამ დროისთვის 2010 წლის 2 თებერვალია მითითებული. შეგახსენებთ, სანდრო გირგვლიანის მშობლებმა სტრასბურგის სასამართლოს 2007 წლის ზაფხულში მიმართეს. შალვა შავგულიძე გირგვლიანების ოჯახის ერთ-ერთი ადვოკატია. მან ისაუბრა სარჩელის არსსა და მოლოდინზე, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს მიმართ აქვს. ”ვპირდები ქართულ საზოგადოებას, ვიდრე შემეძლება, ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ საზოგადოებამ ამ საქმეზე მოისმინოს სრულფასოვანი, ობიექტური, სამართლიანი და კანონიერი განაჩენი”, - აცხადებს შალვა შავგულიძე:
XS
SM
MD
LG